05:07 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 09:03:50, 571 ნახვა

პოლიტიკა
დღეს ოპოზიციის აქცია - დაიცავი შენი ხმა გაიმართება

რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია დღეს საპროტესტო აქციას "დაიცავი შენი ხმა" გამართავს. აქციაზე ოპოზიცია ცესკოს მიერ გამოცხადებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს.

აქციის მონაწილეებს, სამი ძირითადი მოთხოვნა ექნებათ, ესენია - ხელახალი არჩევნების ჩატარება, თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტმატიმრების გათავისუფლება.

"მთლიანი ოპოზიციური სპექტრი რჩება ბოიკოტის რეჟიმში, რადგან ეს არის არჩევნები, რომელიც ჩაატარა ივანიშვილმა, ამაზე აუცილებელია უმკაცრესი რეაგირება, რაც იქნება გარეთ, ქუჩაში და აქციის საშუალებით." - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 15:00 საათზე დაიწყება.

აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics