02:33 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-13 15:53:51, 761 ნახვა

სამართალი
განაჩენი უსამართლოა და აუცილებლად გავასაჩივრებთ - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრუწლოვანის ადვოკატი აცხადებს, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული განაჩენი უსამართლოა და მას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

მისივე თქმით, მოსამართლე ოშხერელმა ყველა არასრულწლოვნის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, რათა ასიამოვნოს პროკურატურას და არ გამოიკვეთოს ხალხის უკმაყოფილება წინასაარჩევნოდ.

„მოსამართლემ გუშინ წინ დაამთავრა სისხლის სამართლის საქმის განხილვა და ორ დღეში დაადგინა განაჩენი, რაც პირდაპირ ნიშავს, რომ განაჩენი დიდი ხნის წინ ჰქონდა დაწერილი მოსამართლე ოშხერელს და ედო უბრალოდ კარადაში, გადმოიღო დღეს და წაიკითხა. სამწუხაროა, რომ ეს ქალბატონი, რომელიც ასეთი გამოცდილების და ასეთი კვალიფიკაციის მქონეა, ასეთ უსამართლო განაჩენებს იღებს დღევანდელ სასამართლო პროცესსში.

მიზანია, რომ ასიამოვნოს პროკურატურას, მიზანია, რომ საზოგადოებრივი მუხტი არ იქნეს წარმოჩენილი, იმიტომ რომ არჩევნები მოდის და ხალხის უკმაყოფილება არ გამოიკვეთოს, ამიტომ ყველა პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

ჩავიბარებთ დასაბუთებელ განაჩენს და გავასაჩივრებთ, რა თქმა უნდა, ამას ესე არ დავტოვებთ და ყველა ინსტანციას მოივლის“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნები სასამართლომ დამნაშავედ ცნო. განაჩენი მცხეთის რაიონულ სასამართოს მოსამართლემ, მაია ოშხარელმა გამოაცხადა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics