2020-11-13 13:52:23, 628 ნახვა
საზოგადოება
16 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობში +14, +19 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს, ტემპერატურა კი +9, +14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 13-14 ნოემბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, ხოლო 15-16 ნოემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,