|
2020-11-12 22:32:11, 844 ნახვა
პოლიტიკა
გენერალი ჰოჯესი- აშშ-მ საქართველოში საჰაერო და საზღვაო, სამხედრო ინფრასტრუქტურა უნდა გაზარდოს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში საჰაერო და საზღვაო, სამხედრო ინფრასტრუქტურა უნდა გაზარდოს. ამის შესახებ ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა "EuropeTime"-ს განაცხადა. ჰოჯესის თქმით, აშშ-გან საჭიროა იმის დემონსტრირება, რომ ეს რეგიონი მათთვის მნიშვნელოვანია და აგრძელებენ თანამშრომლობას უსაფრთხოების მიმართულებით. „ეს ყველაზე მთავარი სტრატეგიული საკითხია. აისახება თუ არა მთიან ყარაბაღში რუსეთის გამოჩენა იმ დერეფანზე, რომელიც ევროპას ევრაზიასთან დააკავშირებს. დიდი ალბათობით, რუსი სამხედროების ყოფნა ამ პროექტებისთვის საფრთხის შემცველი იქნება. გარდა ამისა, იზრდება სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის მნიშვნელობა, შესაბამისად, საქართველომ და მისმა პარტნიორებმა, მაგალითად, აშშ-მა, ამას ყურადღება უნდა მიაქციონ. კარგი იქნება, თუ აშშ საქართველოში თავის სამხედრო ინფრასტრუქტურას გაზრდის, განსაკუთრებით საჰაერო და საზღვაო კომპონენტში. ეს დიდი სახელმწიფოების შეჯიბრების ნაწილია. საჭიროა იმის დემონსტრირება, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უსაფრთხოების მიმართულებით“, - აცხადებს ჰოჯესი. ინტერვიუში ჰოჯესი მთიანი ყარაბაღის შეთანხმებასა და მიმდინარე სიტუაციას აფასებს. მისი თქმით, მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობოები ოკუპანტებს ჰგვანან. "მოხარული ვარ, რომ ვხედავ საბრძოლო მოქმედებების და მკვლელობების დასრულებას, განსაკუთრებით, მშვიდობიანი მოქალაქეების. მოხარული ვარ, რომ აზერბაიჯანმა, თურქეთის მხარდაჭერით, გადამეტების წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ შეთანხმება გაგრძელდება და ორივე მხარე პატივს სცემს შეთანხმებას. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ არის სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც შეეძლოთ კრემლის ნაცვლად მათი სამშვიდობო ძალებით უზრუნველყოფა. მე ჩავთვლიდი, რომ რუსული ძალები, რომლებიც დღეს იქ არიან განლაგებულნი, ოკუპანტებს უფრო ჰგვანან, ვიდრე სამშვიდობოებს… იმის მსგავსი რამ, რაც მათ აქვთ დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.სინამდვილეში ისინი არიან "დანაყოფის მცველები". - ამბობს ბენ ჰოჯესი.
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)