06:19 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 18:36:27, 496 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციასთან კონსულტაციების მომდევნო რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციასთან კონსულტაციების მომდევნო რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პირველივე შეხვედრაზე რაიმე ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა შეინიშნება პოზიტიური ნიშნები.

„პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის არის ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებში. ვიტყოდი რომ ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი. დიდი იმედი მაქვს რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან შედეგამდე მივალთ ჩვენი დიდი სურვილია, რომ დავაახლოვოთ პოზიციები. აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებმა ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოხატეს იმისათვის რომ ეს პოლიტიკური დიალოგი დასრულდეს კონკრეტული შედეგით.

მნიშვენელოვანია, რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ერთი რაუნდი შედგება პოლიტიკური კონსულტაციების უახლოეს დღეებში, რაც შეეხება იმ პოზიციებს, რომელიც განსხვავებულია. გვსურს მივიდეთ იმ შედეგამდე, რასაც ყველა პასუხს სცემს.

პირველ შეხვედრაზე არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა პოლიტიკური დიალოგის დაწყება პოზიტიურია. შემიძლია ვთქვა, რომ დიალოგის დაწყება ემსახურება პოზიციების დაახლოებას. შესაბამისად, ამ შეხვედრას შევაფასებდი პოზიტიურად, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა“, - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics