|
2020-11-12 15:38:35, 983 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში თურქი სამშვიდობოების გაგზავნა არ მოხდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ არაღიარებულ მთიან ყარაბაღში თურქი სამშვიდობოების გაგზავნა არ მოხდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უცხოურ მედიასაშუალებებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „თურქეთის რესპუბლიკის სამშვიდობო ძალები მთიან ყარაბაღში არ გაიგზავნება. ეს ყველაფერი ნათლად არის ასახული იმ დოკუმენტში, რომელსაც სამი სახელმწიფოს მეთაურმა, კერძოდ, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მეთაურებმა მოაწერეს ხელი“, - განაცადა სერგეი ლავროვმა. მანვე დასძინა, რომ წაიკითხა ბევრი სპეკულაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა სახელმწიოები იხელმძღვანელებენ მოცემული დოკუმენტით, რომელსაც 9 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით რეგიონში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)