06:20 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 13:19:29, 410 ნახვა

პოლიტიკა
ჯერ არ დაწყებულა მოლაპარაკებები და როგორ ჩაიშლებოდა, ჩემთვის გაუგებარია - კაპანაძე ვაშაძის განცხადებაზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, გრიგოლს ვაშაძის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, მისთვის და სხვა ოპოზიცური პარტიებისათვის უცნობია რა მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან როგორც კაპანაძე ამბობს, მოლაპარაკებები ჯერ არც კი დაწყებულა.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ უკეთესი იქნება, თუ გრიგოლ ვაშაძე მეტ განმარტებას მოაყოლებს მის განცხადებას ჩაშლილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

„ჩვენ მოვისმინეთ გუშინ ინტერვიუ და გულწრფელად გეტყვით, რა მოლაპარაკებები ჩაიშალა ჩვენ არ ვიცით, არც ჩვენ ევროპულმა საქართველომ და არც სხვა ოპოზიცურმა პარტიამ. ამიტომ, თუ ამას უფრო მეტ განმარტებას მოაყოლებს ბატონი გრიგოლი, იქნება უკეთესი, რადგან მე არ მაქვს ინფრომაცია, რომ რაიმე მოლაპარაკებები ჩაიშალა. მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ, ის რაც არ დაწყებულა, როგორ ჩაიშალა ჩემთვის არის გაუგებარი.

დღეს, გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით პოზიცია ოპოზიციურ პარტიებს შორის არის შეთანხმებული და ოპოზიცია ერთად აყენებს მოთხოვნებს. ამიტომ, რათქმაუნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ კეთდება ისეთი განცხადებები, რომელიც გარკვეულ გაუგებრობებს იწვევს არამარტო საზოგადოებაში, არამედ ასევე ოპოზიცურ პარტიებშიც.

ის რაზეც გუშინ იყო საუბარი, ჩვენ არ ვიცით, ჩვენ ვართ კონტაქტზე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი და აქედან გამომდიბარე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ ჩაშლილა. „ - განაცხადა კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics