06:20 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 10:16:12, 496 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა

„ჩვენმა მოქალაქეებმა გვითხრეს, რომ პარლამენტი არის ის ადგილი სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარია დარწმუნებულია, რომ აღნიშნული პოლიტიკურ სპექტრს ძალიან კარგად ესმის.

„პოლიტიკური პროცესის შეფასება დღეს სულ უფრო და უფრო მეორეხარისხოვანი ხდება. ჩვენი მოქალაქეებისა და საზოგადოების დავალება არის, რომ პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი ამას სრულად იაზრებს. კარგად  მესის, რომ გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები გაგრძელდება,თუმცა ყველა კარგად უნდა შევთანხმდეთ, რომ მსგავს დესტრუქიულ პროცესებს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება.

ყველა ძალას, მმართველსაც და ოპოზიციასაც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქის მანდატი იყო პირველ რიგში ერთობლივად მოვუაროთ ქვეყანას და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ეს არის  თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა და ეს არის პასუხისმგებლობა გამოწვევებით სავსე ეპოქაში.

ჩვენმა მოქალაქეებმა გვითხრეს, რომ პარლამენტი არის ის ადგილი სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა. დარწმუნებული ვარ პოლიტიკურ სპექტრს ძალიან კარგად ესმის ეს და დარწმუნებული ვარ ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა სწორად გაიგოს ეს მესიჯი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics