10:09 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-11 13:32:57, 444 ნახვა

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების გამოწვევებზე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ევროპის სურსათის უვნებლობის უზენაესი ორგანოს (EFSA) ორგანიზებით, აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებისთვის, სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების გამოწვევებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების კუთხით არსებულ სიტუაციასა და მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურმა საქართველოში არსებული რისკის შეფასების კრიტიკული გამოწვევები და ამ გამოწვევების გადაჭრის მოკლე და გრძელვადიანი გეგმები წარადგინა.

„ჩვენი ცენტრი უკვე მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს EFSA-სთან,  გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტთან და დასავლეთის სხვა საერთაშორისო ინსტიტუციებთან, რაც საქართველოში სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ჩვენ გადავედით ახალ ეტაპზე - ევროპული სტანდარტების რისკის შეფასების კვლევების შემუშავების მცდელობისკენ, რაც, ცხადია, გამოწვევებთან არის დაკავშირებული. მოხარული ვარ, რომ დღევანდელი სამუშაო შეხვედრა საშუალებას მოგვცემს ზუსტად ამ მიმართულებით  განვავითაროთ ჩვენი ორიენტირი“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ასოციაციების, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, EFSA-ს, ევროკომისიის ორგანოების (DG-SANTE, DG-NEAR), გერმანიის რისკის შეფასების ფედერალური ინსტიტუტის და აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნების რისკის შეფასების სტრუქტურების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის ანალიზის და შეფასების პრინციპების განხორციელება საქართველოს ორი საერთაშორისო ხელშეკრულებით  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) SPS და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებებით ეკისრება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics