2020-11-10 13:00:44, 736 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - მარსზე გაფრინდება
მარსზე გაფრინდება, - ასე უპასუხა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, შეიძენს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ბილეთს საქართველოში ჩამოსასვლელად.
ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილი ყველაფერზეა წამსვლელი, თუმცა მმართველი გუნდი მას ამის საშუალებას არ მისცემს.
„მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზე რომ არის წამსვლელი, ეს მან დაამტკიცა, როდესაც 9 წელი იყო მმართველობაში და ამტკიცებს დღემდე, როცა არის ოპოზიციაში და ოპოზიციის ლიდერი. რა თქმა უნდა, ის არის ყველაფერზე წამსვლელი, მაგრამ ხელისუფლება იმისთვისაა, რომ ასეთი არ მისცეს ამის საშუალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან