|
2020-11-10 12:35:24, 520 ნახვა
საზოგადოება
თბილისს კიდევ ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რამდენიმე დღეში კიდევ ორი საბავშვო ბაღის დასრულებულ შენობებს ჩაიბარებს. ორივე ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს ბოლო მითითებები მისცა. გლდანის მე-6 მიკრორაიონში აშენებული N101 ბაგა-ბაღი ათჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებულია, შეტანილია ყველა საჭირო ინვენტარი. მოწყობილია, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეები. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და გამწვანებული ეზო. პროექტის ღირებულება 2 200 000 ლარია და მას შპს „სეისმომედეგობა +“ ასრულებს. სამგორში, ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარე N164 ბაგა-ბაღში კი კონტრაქტორი კომპანია ბოლო ეტაპის სამუშაოებს აწარმოებს - მიმდინარეობს ეზოს გამწვანება, ატრაქციონების მონტაჟი, ინტერიერის მოხატვა, ავეჯისა და სამზარეულოს ინვენტარის შეტანა. მშენებლობას შპს „ანანა“ აწარმოებს და პროექტის ღირებულება 1 202 731 ლარია. „კორონავირუსის პანდემიის გამო, ახალ ბაღებში სააღმზრდელო პროცესი საწუხაროდ, უახლოეს მომავალში ვერ დაიწყება და შესაბამისად, ვერც საზეიმო ვითარებაში გავხსნით ამ ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სააღმზრდელო დაწესებულებებს, თუმცა რამდენიმე დღეში ბაღების სააგენტო ორივე პროექტს დასრულებული სახით ჩაიბარებს, რის შემდეგაც, თბილისში არსებული საბავშვო ბაღების რაოდენობა 185 გახდება“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. ბაგა-ბაღის ორივე შენობა აღჭურვილი და მოწყობილია ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დადგენილი ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტის შესაბამისად - დამონტაჟებულია ვიდეო-სამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, უსაფრთხოების ბადეები და საევაკუაციო კიბეები. შენობა ასევე, ადაპტირებულია შშმ პირთათვის - მოწყობილია პანდუსი და დამონტაჟებულია სპეციალური ლიფტი.
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)