20:00 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-10 04:59:11, 661 ნახვა

მსოფლიო
მთიან ყარაბაღში 1960 რუსი სამშვიდობო განთავსდება

“მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდოები განთავსდებიან”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“დღეს, 9 ნოემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალიევის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ფაშინიანისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილია განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ცეცხლი სრულად წყდება და სრულდება ყველა საბრძოლო მოქმედება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მოსკოვის დროით 2020 წლის 10 ნოემბრის 00:00 საათიდან”, – აცხადებს პუტინი.

პუტინმა აღნიშნა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ამ დროისთვის თავიანთ პოზიციებზე დარჩებიან.

”ყარაბახის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას სამართლიანობის საფუძველზე და აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე”, - განაცხადა პუტინმა. 
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მესამე პუნქტში ნათქვამია, რომ „მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი 1960 მცირე ზომის იარაღით აღჭურვილი სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტრანსპორტიორითა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით განლაგდება“.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics