2020-11-09 18:54:43, 580 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური პარტიები ერთობლივ საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია: გადადგეს თამარ ჟვანია, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდეს პოლიტპატიმრები.
მიმდინარე აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობენ და პარლამენტის შენობასთან ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,