2020-11-09 01:36:24, 667 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია ცესკო-სთან შეკრებილებს დღეს დაშლისკენ, ხვალ კი კვლავ რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს
ოპოზიცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილ დემონსტრანტებს დაშლისკენ, ხვალ კი კვლავ რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულის შესახებ ოპოზიციის ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
ამასთანავე, ნიკა მელიამ ხვალ, 18:00 საათზე პარლამენტთან აქცია დააანონსა.
"ეს ბრძოლა არ შენელდება არც ერთი წუთით, არც ერთი დღით, იმიტომ რომ უნიკალურად მართალი ბრძოლაა, ეს არის ბრძოლა ერსა და უზურპატორს შორის და არა ოპოზიციურ პარტიებსა და უზურპატორს შორის. აქ არის ერი, პოლიტიკური და ოპოზიციური პარტიები აღარაფერ შუაშია", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან