2020-11-08 22:41:20, 764 ნახვა
პოლიტიკა
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზიც გამოიყენა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის შემდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.
სპეცრაზმი მომიტინგეებს არ აძლევს საშუალებას მიუახლოვდნენ ცესკო-ს შენობას.
არსებული ინფორმაციით, დარბევის შედეგად დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან