2020-11-08 21:45:46, 597 ნახვა
პოლიტიკა
პოლიციამ ცესკოსთან წყლის ჭავლი გამოიყენა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
აქციის მონაწილეები ცესკო-ს შესასვლელთან სამართალდამცველებს ქვებს ესვრიან.
ცნობისთვის, ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტები და ოპოზიციონერი ლიდერები ცესკოს შენობასთან მივიდნენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან