2020-11-08 20:12:08, 632 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან მიმდინარე აქცია ცესკოს შენობასთან გადაინაცვლებს
პარლამენტთან მიმდინარე აქცია ცესკოს შენობასთან გადაინაცვლებს.
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
„მოქმედების დროა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება. ეს ბრძოლა შეიძლება იყოს ერთდღიანი, ორდღიანი მაგრამ შეუწყვეტელი იქნება. ხალხი იქნება გარეთ. ვინც კი აქ ვართ უნდა გადავიდეთ და წავიდეთ და იქ დავრჩეთ და კომენდატის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას. ვერავინ იქ ვერ შევა და ვერ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები,, იქ ვიდგებით ყველანი“, - განაცხადა მელია.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან