|
2020-11-08 17:31:00, 3452 ნახვა
პოლიტიკა
ჯო ბაიდენის ტრაგიკული ცხოვრება, გზა პრეზიდენტობამდე და ხედვა საქართველოზე
ბიოგრაფია
ჯოს დაბადებისას, ბაიდენების შეძლებული ოჯახი მნიშვნელოვან ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ოჯახი ბაიდენის დედის მხრიდან ბებიასა და პაპასთან ცხოვრობდა. სქრენტონი ეკონომიკურ უკუსვლას განიცდიდა და ჯოს მამას სამსახურის პოვნა უჭირდა. 1953 წლიდან ოჯახი დელავერის შტატის ქალაქ კლეიმონტში, ხოლო მოგვიანებით ქალაქ უილმინგტონში ცხოვრობდა. ჯო ბაიდენ უფროსი მალე გახდა მეორადი მანქანების დილერი, რამაც ოჯახს მდგრადი ფინანსური შემოსავალი და საშუალო ფენის ეკონომიკური სტაბილურობა შეუქმნა. დელავერის უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ბაიდენმა გააგრძელა ამერიკული ფეხბურთის თამაში. 1965 წელს მან მიიღო ბაკალავრის ორმაგი ხარისხი ისტორიასა და პოლიტიკურ მეცნიერებეში, ხოლო მაინორ — ინგლისურ ენაში 98 ბაიდენის საშუალო ნიშანი იყო C და მან დაიკავა 506-ე ადგილი 688 კურსდამთავრებულს შორის. ქორწინება 1966 წელს ჯო ბაიდენმა ცოლად მოიყვანა სირაკუზის უნივერსიტეტის სტუდენტი ნეილია ჰანტერი ნეილიას მშობლების თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომლებსაც არ მოსწონდათ ბაიდენის კათოლიკური წარმომავლობა, წყვილმა ქორწილი ნიუ-იორკის შტატის კათოლიკურ ეკლესიაში გადაიხადა. წყვილს სამი შვილი ყავდა: ჯოზეფ რ. „ბო“ ბაიდენ III ჰანტერ ბაიდენი და ნაომი ქრისტინა „ემი“ ბაიდენი.
1968 წელს ბაიდენმა დაასრულა სწავლა სირაკუზის უნივერსიტეტში და გახდა დელავერის ადვოკატთა ასოციაციის წევრი 1969 წელს. უნივერსიტეტში სწავლის დროს მას გადაუვადდა სამხედრო სამსახური, ხოლო მოგვიანებით, ასთმის გამო, იგი სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. 1968 წლიდან ბაიდენი მუშაობდა ვილმინგტონის სამართლის ფირმაში. ფირმის ხელმძღვანელი იყო შტატის რესპუბლიკელი მოღვაწე უილიამ პრიქეტი. როგორც ბაიდენი იხსენებდა, ამ პერიოდში იგი საკუთარ თავს რესპუბლიკელად მოიაზრებდა. ბაიდენი ეწინააღმდეგებოდა დელავერის დემოკრატი გუბერნატორის ჩარლზ ტერის კონსერვატიულ რასისტულ ფოლისის და მხარს უჭერდა რესპუბლიკელ რასელ პეტერსონს, რომელმაც ტერი დაამარცხა 1968 წელს.ბაიდენი მონაწილეობდა ადგილობრივი რესპუბლიკელების საქმიანობაში, მაგრამ რიჩარდ ნიქსონისადმი ცუდი დამოკიდებულების გამო რეგისტრირებული იყო დამოუკიდებელ ამომრჩევლად. ტრაგედია 1972 წლის 18 დეკემბერს ბაიდენის მეუღლე ნეილია და მათი ერთი წლის ქალიშვილი ემი, ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ბაიდენის ვაჟები, ბო და ჰანტერი, ასევე დაშავდნენ, თუმცა სრული გამოჯანმრთელება მოახერხეს. ისინი საშობაო ნაძვის ხის საყიდლად მიდიოდნენ, როდესაც ტრაგედია დატრიალდა. "ტელეფონის რეკვის დროს მივხვდი, ვიგრძენი ძვლებში, რომ რაღაც მოხდა", - ასე გაიხსენა ბაიდენმა რამდენიმე წლის წინ თავისი ოჯახური ტრაგედია.
ბაიდენმა ტრაგედიის გამო კინაღამ უარი თქვა სენატში ადგილის დაკავებაზე, თუმცა ბოლოს გადაიფიქრა. "ფიცი უნდა დამედო ყველასთან ერთად 1973 წელს, თუმცა, ვერ შევძელი წასვლა. ამიტომაც სენატის თავმდჯომარე თავად მოვიდა ჩემთან საავადმყოფოში. ცერემონიალი ჩემი შვილების პალატაში ჩავატრეთ", - აღნიშნა ბაიდენმა. იმისთვის, რომ თან ემუშავა და თან ვაჟებისთვის მოეარა, დაიწყო დელავერიდან, სადაც ცხოვრობდნენ, ვაშინგტონში 90-წუთიანი მატარებლით მგზავრობა. ამის გამო მას „Amtrak ჯო“ შეარქვეს (სარკინიგზო კომპანია Amtrak-ის გამო). დემოკრატიული პარტიის ვარსკვლავი
ბაიდენი გახდა დემოკრატიული პარტიის უმცირესობის ხელმძღვანელი აშშ-ის იურიდიულ კომიტეტში 1981 წელს. 1984 მისი ძალისხმევით სენატმა მიიღო კრიმინალის კონტროლის ყოვლისმომცველი აქტი, თუმცა მოგვიანებით, როდესაც კანონის აღსრულება 2009 წელს საკამათო გახდა, ბაიდენმა მის მიღებაში მონაწილეობა შეცდომად შეაფასა.სენატში ყოფნის პირველ ათწლეულში ბაიდენი ყურადღებას უთმობდა შეიარაღებების კონტროლს. 1979 წელს ლეონიდ ბრეჟნევმა და ჯიმი კარტერმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის II შეთანხმებას, თუმცა კონგრესმა უარი თქვა ამ ხელშეკრულების რატიფიცირებაზე. რატიფიცირების ჩავარდნის შემდეგ ბაიდენი შეხვდა სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი გრომიკოს. ამ შეხვედრაზე ბაიდენმა გააჟღერა სენატის საგარეო კომიტეტის პოზიცია და მოახერხა კომპრომისული შეთანხმების მიღწევა. 1972 წელს ბაიდენი ეწინააღმდეგებოდა რეიგანის ადმინისტრაციის სრუვილს, სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის I შეთანხმების ფართო ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით და მოუწოდებდა ხელშეკრულების მკაცრი შესრულებისკენ. ბაიდენი მოხვდა აშშ-ის მედიის ყურადღების ცენტრში, როდესაც მან გაკიცხა რეიგანის სახელმწიფო მდივანი ჯორჯ შულცი აპარტეიდის მიუხედავად სამხრეთ აფრიკის მხარდაჭერისთვის. მეორე ტრაგედია
ჯო ბაიდენის ვაჟი ბო ბაიდენი 2015 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. ბიუ, იგივე ჯოზეფ რობინეტ "ბიუ" ბაიდენ III პოლიტიკოსი და დემოკრატიული პატრიის წევრი გახლდათ, ასევე იყო შტატ დელავერის გენპროკურორი. ავთვისებიანი სიმსივნე, ბოს 2013 წელს დაუდგინდა, მას მეუღლე და ორი ქალიშვილი დარჩა. - "რაც ბო ბაიდენმა თავის ცხოვრებაში მიაღწია, არაფრით უამაყია, არაფრით ყოფილა ბედნიერი და არაფრისთვის მიუძღვნია მთელი სიყვარული ისე, როგორც თავის ოჯახს მიუძღვნა",- აღნიშნა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბო ბაიდენის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში. ბარაკ ობამამ, რომელმაც გაიმარჯვა პრაიმერისში და საპრეზიდენტო არჩევნებში ჯონ მაკკეინი დაამარცხა, ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტად შეარჩია. ეს არჩევანი მან საერთაშორისო პოლიტიკაში ბაიდენის დიდი გამოცდილების გამო გააკეთა. საქართველო და ჯო
ჯოზეფ ბაიდენი საქართველოში ორჯერ არის ნამყოფი - პირველად 2008 წლის ომის დროს, როდესაც ჯერ კიდევ სენატორი იყო. ბაიდენი გახდა საქართველოსთვის ერთმილიარდიანი დახმარების გამოყოფის ინიციატორი. „მაშინ მირჩიეს, არ წამოვსულიყავი, მაგრამ მე ვიცოდი რატომ არის ჩემი ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანი თქვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი. მე ჩამოვედი აქ და ვთქვი, რომ ვარ და ვიქნები თქვენ გვერდით და ამ ჩემს აღთქმას ამჯერად ვასრულებ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი“, - თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის რანგში საქართველოში 2009 წლის ივლისში დაბრუნებულმა ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას. ბაიდენი მაშინ თბილისში პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოსკოვში ვიზიტის კვალდაკვალ ჩამოვიდა: „მე ვლაპარაკობ არა მარტო ჩემი სახელით, ასევე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელითაც. თბილისში ეს სტუმრობა მართლაცდა გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს. სწორედ ამიტომ გეგმავდა და სწორედ ამიტომ მომცა მეც დარიგება, თბილისში ვიზიტი დამეგეგმა. მე ვიცი, ბევრი წუხს და სვამს შეკითხვას, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე ხომ არ უნდა მოხდეს. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ - არა, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და რომ ეს შეუძლებელია. როგორც პრეზიდენტმა ობამამ ორი კვირის წინ დაადასტურა მოსკოვში, ჩვენ პრინციპების დამცველი ხალხი ვართ. ხალხებმა თვითონ უნდა აირჩიონ პარტნიორები, თვითონ უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. ჩვენ წინააღმდეგნი ვართ მეცხრამეტე საუკუნის ცნებებისა, გავლენის სფეროების ადგილი არ არის 21-ე საუკუნეში. ჩვენ არ მივიჩნევთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ჩვენ არ ვაღიარებთ მათ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, მკაფიოდ ჩამოყალიბებულს, მათ შორის - თქვენი ტერიტორიიდან ყველა შეიარაღებული ძალის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებას”, - თქვა ბაიდენმა 2009 წელს. ამის შემდეგაც, ვიცე-პრეზიდენტის რანგში იგი არაერთხელ შეხვდა საქართველოს არაერთ წარმომადგენელს.
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|





.jpg)


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)