04:23 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-08 16:53:48, 541 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - თავისუფლება არა ივანიშვილის, რომელიც რუსეთის გავლენას ემსახურება, არამედ ჩვენი ხვედრია

თავისუფლება ივანიშვილის ხვედრი არ არის, ის რუსეთის გავლენას ემსახურება, თავისუფლება ჩვენი ხვედრია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ყველა ერთად იბრძვის ერთი იდეისთვის, რომელიც ჩვენი სამშობლოა.

„ყველაზე ბევრნი ვართ და ყველაზე მაგრები ვინც დღეს აქ ვართ. დღეს აქ არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. აქ არიან სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმების წარმომადგენლები სხვადასხვა პარტიები, რომელთა შორის დღეს ზღვარი წაიშალა. წაიშალა იმიტომ, რომ ჩვენს უკან არის ჩვენი სამშობლო. ჩვენს უკან არიან დაჭერილი, რეპრესირებული ადამიანები. გუშინ დაიჭირეს კიდევ 2 ადამიანი. ამიტომ, დღეს ყველა ერთად ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს, მომავალს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა დღეს ჩვენი ქვეყნის ოლიგარქისგან დახსნა.

საქართველო მრავალფეროვანია, პოლიტიკური სპექტრიც მრავალფეროვანია, მაგრამ ყველაზე უფრო დიდებული საქართველო დღეს აქ არის. თავისუფლება ბრძოლის გარეშე არ მოდის, თავისუფლება გამორჩეული ადამიანების ხვედრია. თავისუფლება იმ ადამიანების ხვედრია, ვინც დღეს აქ ხმების დასაცავად მოვიდა, თავისუფლება ისეთი ადამიანების ხვედრია, ვისაც დღეს საქართველოს ივანიშვილის გარეშე უნდა. თავისუფლება ჩვენი ხვედრია და თავისუფლება ივანიშვილის ხვედრი არ არის, ის რუსეთის გავლენას ემსახურება. ამიტომ, ჩვენ ყველა თანასწორები ვართ. არავითარი ზღვარი ჩვენს შორის არ არის. ყველა ერთად ვიბრძვით ერთი იდეისთვის, იდეა რომელიც ჩვენი სამშობლოა; იდეა, რომელიც მოპარული ხმების დაცვაა; იდეა, რომელიც ჩვენი მომავალია და იდეა, რომელსაც ჰქვია ბედნიერი, განვითარებული, წარმატებული საქართველო. 

დიახ, ჩვენ ხმები მოგვპარეს, მოიპარეს დაახლოებით საქართველოს მესამედი მოსახლეობის ხმა და ვდგავართ იმიტომ, რომ ეს ხმები დავიცვათ და ოლიგარქს, მის აუდიანტებს, მსახურებს ვუთხრათ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეყოლება ახალი ადმინისტრაცია და ადამიანები მიიღებენ ყველაფერს იმას, რასაც ჩვენი სამშობლო იმსახურებს. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს და ამ ბრძოლაში ყველა რიგითი ჯარისკაცები ვართ, ჩვენი ხმებისთვის, ჩვენი კონსტიტუციისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენთვის და მომავალისთვის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics