04:24 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-08 16:01:43, 722 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - პატივს ვცემ ყველას, ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ პატივი სცენ ჩვენს არჩევანსაც

პატივს ვცემ ყველას, ვინც რეალურად მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ მოვითხოვ პატივი სცენ ჩვენ არჩევანს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აღიაროს მარცხი და დანიშნოს ხელახალი არჩევნები.

„ეს ხალხმრავლობა მიუთითებს იმას, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ეს ბევრი ადამიანი მიუთითებს იმას, რომ ჩვენ სიმართლისთვის ვიბრძვით, ეს მიუთითებს იმას, რომ საქართველოში ქართველი ადამიანი არ შეეგუება გაყალბებას, ღირსების აყრას და არც ერთ შემთხვევაში უკან არ დაიხევს. ბევრი სვამს კითხვას, რატომ ვართ აქ შეკრებილები. ჩვენ ძალიან მარტივ რაღაცას ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი საარჩევნო ხმის უფლების დაცვას, მეტი არაფერი. დემოკრატია ეს არის, სხვა არ არსებობს ამის გარდა დემოკრატიული.

ვიცი, რომ ახლა ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი გვიყურებს, ვინც შეიძლება „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, მაგრამ მინდა ამ ხალხს ვუთხრა, ძვირფასებო ჩვენ თქვენი ნების გამოხატვასაც ვცემთ პატივს, მაგრამ თქვენს ხელისუფლებას იქნებ უთხრათ, რომ ამ მრავალათასიანი ხალხის ნების გამოხატვას სცეს პატივი, აღიაროს მარცხი და დანიშნოს ხელახალი არჩევნები.

სამწუხაროდ, ჩვენი დამოუკიდებლობის მანძილზე ჩვენ მუდმივად გვიწევ ს მოსვლა რუსთაველის გამზირზე. ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი, არ არსებობს კანონი, სასამართლო, კანონის უზენაესობა, პარლამენტი, მთავრობა და მხოლოდ ქუჩის პროტესტით გვიწევს მივაღწიოთ ყოველთვის შედეგს. ამიტომ ვართ აქ, ეს გვინდა რომ დამთავრდეს. ზუსტად ისეთი პარლამენტი გვინდა, რომელიც ხალხს მოუსმენს და ხალხის ნების შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას და არა პარლამენტი, რომელიც ემსახურება კონკრეტული ადამიანების ინტერესებს. მე პატივს ვცემ ყველას, ვინც რეალურად მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ მოვითხოვ პატივი სცენ ჩვენ არჩევანს. ეს არის ერთადერთი, რაც ახლა გააერთიანებს საქართველოს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics