04:23 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-08 12:33:07, 477 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ზეწოლა, მუქარა და მკვლელობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, ამ მეთოდებს ახლაც არ იშლიან

ზეწოლისა და მუქარის აღნიშნული ფაქტი შეგვახსენებს, თუ რამდენად დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს ჩვენ საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანი, ირაკლი კობახიძე ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის,თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირების საქმეს.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, სწორედ ძალადობრივი და დანაშაულებრივი წარსულის გამო მიიღო 31 ოქტომბერს ამ პოლიტიკურმა ძალამ მკაცრი პასუხი საზოგადოებისგან.

„გვინდა გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტის დაკავებას, რომლებმაც განახორციელეს ზეწოლა და მუქარა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის მიმართ, რის შედეგადაც 43 წლის ახალგაზრდა ადამიანი რამდენიმე საათში გულის შეტევით გარდაიცვალა. ზეწოლისა და მუქარის აღნიშნული ფაქტი შეგვახსენებს, თუ რამდენად დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს ჩვენ საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ზეწოლა, მუქარა და მკვლელობა არის ამ პოლიტიკური პარტიის ხელწერა, რომლითაც ის გამოირჩეოდა ცხრა წლის მანძილზე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ვხედავთ, რომ საქმიანობის ამ ფორმებსა და მეთოდებს ისინი არ იშლიან არც ოპოზიციაში ყოფნის პირობებში. უპირველეს ყოვლისა, სწორედ თავისი დანაშაულებრივი წარსულისა და აწმყოს გამო მიიღო ამ პოლიტიკურმა ძალამ მკაცრი პასუხი ქართული საზოგადოებისგან და იწვნია მძიმე მარცხი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა აქტივისტი, რომელიც შეეცდება ადამიანებზე ზეწოლას და მათ დაშინებას, მიიღებს პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით“, – განაცხადა კობახიძემ





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics