07:53 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 18:40:51, 648 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე: საპარტნიორო ფონდმა ყველა სტრატეგიული პროექტი და ამოცანა განახორციელა, რომელიც მის წინაშე იდგა

 

საპარტნიორო ფონდმა ყველა სტრატეგიული პროექტი და ამოცანა განახორციელა, რომელიც მის წინაშე იდგა, - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის უკვე ყოფილმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბფიგინზე განაცხადა.

როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო მოცულობა 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„საპარტნიორო ფონდმა ბოლო 2 წლის განმავლობაში განახორციელა ყველა სტრატეგიული პროექტი და ამოცანა, რომელიც მის წინაშე იდგა. პროექტების საინვესტიციო მოცულობა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არის 2 მილიარდი დოლარი. მათ შორის არის გარდაბნის თბოელექტროსადგური , ნესკრას ჰიდროელექტროსადგური, თვითმფრინავების ქარხანა თბილისში, 5 ბრენდული სასტუმრო საქართველოში, რიქსოსი ლიკანში და სხვადსხვა პროექტები. ბოლო სასიხარულო ინფორმაცია, არის ის, რომ „კრედით სვისმო“-მ უმსხვილესმა საფინანსო ინსტიტუტმა,  დაუმტკიცა 150 მილიონი დოლარის სესხი საპარტნიორო ფონდს, და მათ შორის 100 მილიონი დოლარი ჩაირიცხა ჩვენს ანგარიშზე. ეს მოხმარდება ახალი პროქტების განხორციელებას“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „საპარტნიორო ფონდის“  ხელმძღვანელად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე წარადგინა. „საპარტნიორო ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე კი, საბანკო ზემდამედველობის საბჭოს ხელმძღვანელი გახდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics