|
2020-11-07 13:59:40, 917 ნახვა
პოლიტიკა
„ობოზრევატელი“ ავრცელებს ჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ
უკრაინული „ობოზრევატელი“ ავრცელებს ორ ვიდეოჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ. როგორც „ობოზრევატელს“ ვიდეოჩანაწერებთან ერთად დაწერილ სტატიაში აქვს აღნიშნული, ჩანაწერების ავთენტურობა არ არის დადგენილი, საუბარი კი, ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლასა და არეულობის ორგანიზებას შეეხება. აღნიშნულ სტატიას, რომელსაც თანდართული აქვს აღნიშნული ვიდეოჩანაწერები, „ექსპრესნიუსი“ უცვლელად, ქართულ ენაზე გთავაზობთ: „ახალგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკური პარტიისთვის მესამე ვადით ხელისუფლებაში მოსვლა - შედეგია, რომელიც უბრალოდ მიუღწეველია ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მმართველი პარტიებისთვის. როგორც ყველამ იცის, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და როგორც იყო მოსალოდნელი, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების თითქმის 50% მიიღო (პროპორციულად) და ასევე, დაიკავა წამყვანი პოზიცია თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში, რომელთა თითქმის ნახევარში პირველივე ტურში მოიპოვა გამარჯვება. ბუნებრივია, ყველასთვის ცნობილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელისთვის, რომელიც ავთვისებიანი კიბოა როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენთვის უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილისთვის ეს მიუღებელია. მან აბსოლუტურად მოსალოდნელად დაიწყო სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება. ჩვენ არა ერთხელ გავაფრთხილეთ ჩვენი უკრაინელი კოლეგები და ქართველი საზოგადოება, რომ სააკაშვილი განწირულია დამარცხებისთვის და ერთადერთი, რისი იმედიც მას გააჩნია არის დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ახლახანს, მოვიძიეთ ორი ძალიან საინტერესო აუდიოჩანაწერი, ბუნებრივია, ჩვენ არ ვართ დარწმუნებული აღნიშნული ჩანაწერის ავთენტურობაში, მარამ აღნიშნული ჩანაწერის შინაარსი და კონტექსტი არ ტოვებს ეჭვს, რომ შეიძლება ის არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს. პირველ ჩანაწერში არის ცნობილ თეიმურაზ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძის საუბარი, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ვეტერანად შეიძლება მოვიხსენიოთ. ზვიად გამსახურდიას დროიდან მოყოლებული, გუბაზ სანიკიძემ არაერთხელ შეცვალა თავისი პოლიტიკური რაკურსი. მათ შორის, ის „ქართული ოცნების“ გუნდშიც მოგვევლინა. ამის შემდეგ, მან არაერთხელ მოახდინა „ტელერეპორტაცია“ და ახლა, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მხარდამჭერია. აღნიშნულ ჩანაწერში პოლიტიკური ფიგურები განიხილავენ სამოქომედო გეგმას, თუ როგორ ჩამოართვან ძალადობრივად ძალაუფლება მმართველ გუნდს. საუბარია სახელმწიფო გადატრიალების ყველა ელემენტზე, როგორიცაა მასობრივი დაუმორჩილებლობა და ალტერნატიული მთავრობის შექმნა ან მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მეორე აუდიოჩანაწერიც საკმაოდ საინტერესოა. მასზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დიპლომატი, სალომე სამადაშვილი საუბრობს თანამესაუბრესთან „პარტიის საქმეებზე“ და თავად სამადაშვილი განმარტავს, თუ რატომ იყო მიხეილ სააკაშვილი განწირული წაგებისთვის, ხოლო „ქართული ოცნება“ გამარჯვებისთვის. საბოლოოდ, სამადაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი პროდასავლური ძალა და საქართველოს სტაბილურობის გარანტია ბიძინა ივანიშვილი, ხოლო მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის თვალში დესტაბილიზაცის წყაროა, დასავლეთამა მას ბოლო მოუღო და ასეთი უსარგებლო წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, დამარცხებისთვის არის განწირული. აღნიშნული ჩანაწერების მოსმენის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სააკაშვილი არასდროს შეეგუება დამარცხებას და არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არის გამოგონება, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს - მოამზადოს ძალაუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების ნიადაგი“, - აღნიშნულია სტატიაში.
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)