2020-11-07 13:49:07, 637 ნახვა
საზოგადოება
აქცია-პერფორმანსი რუსთავში - აქტივისტებმა ენმ-ს ტყუილების გუდები აჩუქეს
რუსთავში სამოქალაქო აქტივისტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პარტიის ოფისთან სიმბოლურად, გუდები მიიტანეს, შემდეგი წარწერებით: „ტყუილების გუდა“, „დემაგოგიის გუდა“, „გაბათილებული ბიულეტინების გუდა“ და სხვა.
აქციის მონაწილეების თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა და „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ დავით კირკიტაძეს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტისთვის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,