|
2020-11-07 13:29:32, 742 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ზ.ა., 1969 წელს დაბადებული დ.ბ. და 1977 წელს დაბადებული ვ.ჩ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ქუთაისში დააკავეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა. მათი ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, კომპანია "ოპპას" კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს და ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამალეს. მომხდარიდან მეორე დღეს, ბრალდებულები მოპარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულის ამოღებას აპარატის საცავის დაზიანების გზით ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა ისინი ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)