2020-11-07 12:52:42, 672 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - გუბაზის მოწყობილ რევოლუციაში მე ძმაო, მონაწილეობას არ მივიღებ
აპაპაპა, გუბაზას მოწყობილ რევოლუციაში მე ძმაო, მონაწილეობას არ მივიღებ, – ამის შესახებ „გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძე ასე ეხმაურება ტელეკომპანია „იმედის“ მიერ უკრაინულ ობოზრევატელზე“ დაყრდნობით გაავრცელებულ ჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ თემურ ალასანია, გუბაზ სანიკიძე და სალომე სამადაშვილი საუბრობენ.
„იმედის“ ცნობით, ჩანაწერების მიხედვით, რომელთა ავთენტურობა არ არის დადგენილი, საუბარი ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლასა და არეულობის ორგანიზებას ეხება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან