|
2020-11-07 12:26:58, 684 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე - წინა არჩევნებთან შედარებით, დაუბალანსებელი რიცხვების რაოდენობა 20%-ით, ცარიელი კონვერტების კი, 300%-ით გაიზარდა
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, წელს უბნების რაოდენობა, სადაც დაუბალანსებელი რიცხვებია მიღებული, 20%-ითაა გაზრდილი. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, გასულ არჩევნებთან შედარებით ცარიელი კონვერტების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. „ძალიან დიდია განსხვავება წინა წლებში არსებულ ანალოგიურ დარღვევებს შორის, აქ საუბარია ორი ტიპის პრობლემაზე, ერთი ეს არის ე.წ ბიძინას კაუსელი, სადაც ხმების გაკონტროლებ ხდება კარუსელის მეშვეობით და მეორე ეს არის ჩაყრილი ბიულეტენები, ანუ სადაც ხდება უბრალოდ ბიულეტენების დამატება მმართველი პარტიის სასარგებლოდ. მაგალითად, უბნების რაოდენობა, სადაც დაუბალანსებელი იყო რიცხვები, არის გაზრდილი, 2012 და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი ეს მონაცემი ამ არჩევნებზე. ცარიელი კონვერტების რაოდენობა, რაც მიუთითებს კარუსელების არსებობას არის გაზრდილი 300%-ით წინა არჩევნებთან შედარებით, ანუ დრამატული სხვაობაა, აქ არ არის საუბარი, რომ მხოლოდ ერთეული შემთხვევაა განსხვავება. ასევე, ეფექტი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო ამ კარუსელების გამო, არის ასევე 3-ჯერ მეტი. ანუ დაახლოებით 210 000 ხმა იყო გაკონტროლებული ამ არჩევნებზე. ასევე გაზრდილია იმ უბნების რაოდენობა, სადაც მოხდა ასეთი ტიპის კარუსელების ამოქმედება წინა 2 არჩევნებთან შედარებით. ასევე საგულისხმოა ჩაყრილი ბიულეტენები, თუ მაგალითად, 2016 წელს იყო 49 უბანი, ეხლა არის 5-ჯერ მეტი, ანუ 2019 უბანი. ამ არჩევნების დროს მოხდა მასშტაბური გაყალბება, იყო ისეთი ტიპის კარუსელები, რომლებმაც გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე ფუნდამენტურად, გავლენა იყო დრამატული, რამაც შეცვალა ბალანსი იმას შორის, თუ ვინ მიიღო ხალხის მანდატი ქვეყნის სამართავად“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)