2020-11-06 14:18:11, 532 ნახვა
პოლიტიკა
ტიკარაძე მოუწოდებს პოლიტიკურ აქტივობებში ჩართულ პარტიებს, ნუ შეუწყობენ ხელს ვირუსის გავრცელებას
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე პოლიტიკურ აქტივობებში ჩართულ პარტიებს, ნუ შეუწყობენ ხელს ვირუსის გავრცელებას.
მისი თქმით, ყველა იმ წესის დარღვევა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაწესდა, მოქალაქეებისთვის რისკს წარმოადგენს.
„მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლიც პოლიტიკურ პროცესშია ჩართული, ნუ შეუწყობენ ხელს იმ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის. დისტანცია რჩება კვლავ ყველაზე ეფექტურ იარაღად ვირუსთან ბრძოლაში და ამ მოწოდებების დარღვევა მოქალაქეებისთვის რისკის შემცველია“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან