03:30 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-06 11:48:12, 659 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე კობახიძის სუს-ში დაბარებაზე - მელამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედ

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ირაკლი კობახიძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ივანიშვილი ძალიან შეშფოთებულია ხალხის პროტესტით და ამის გამო მოიგონა ერთი მხრივ ხალხისთვის შემაშინებელი ინსტრუმენტი, რომ პანდემიაა და გარეთ გასვლა აქციაზე საშიშია, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციას ემუქრება დაფინანსების შეწყვეტით.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ კიდევ ერთი დამატებითი ინსტრუმენტია, თითქოს ოპოზიცია აპირებდა გადატრიალებას და ამის გამო კაბიხიძე სუს-ში მივიდა და რაღაც ინფორმაცია მიაწოდა მათ.

კაპანაძის თმით, ამ შემაშინებელი ინსტრუმენტებით ოპოზიცია არ იტყვის უარს თავის სტრატეგიაზე და ბოლომდე დაიცავს თითოეული ამომრჩევლის ხმა, რომელიც კარგად გამოჩნდება 8 ნოემბერს და შემდგომ დღეებში.

„ივანშვილი ეხლა არის ძალიან შეშფოთებული, რადგან იცის, რომ იმის გამო, რომ ხალხს მოპარა არჩევანი, ხალხი აპირებს გარეთ გამოსვლას და აპირებს გაპროტესტებას და ეს იქნება ხანგრძლივი და ხალხმრავალი პროტესტი და  ეხლა ცდილობს სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ ერთი მხრივ ოპოზიცია შეაშინოს, სრულიად წარუმატებელი იქნება ეს მცდელობა, მაგრამ ამას აპირებს და მეორემხირვ, რომ ხალხი შეაშინოს.

ხალხს აშინებს იმით, რომ  პანდემია არის და გარეთ არ გამოხვიდეთ, რაღაც შეზღუდვების შემოღებას აპირებს ამის გამო, ხოლო ოპოზიციას ერთიხმრივ ევაჭრება, თითქოს დაფინანსებას შეგიწყვიტავ და არ ესმის, რომ დაფინანსება არ არის ის საკითხი, რომლის გამოც ოპოზიცია უარს იტყვის არჩეულ სტრატეგიაზე და ეხლა მოიგონეს ის, რაც დიდიხანია მათი მხრიდან მოდის და გვესმის, თითქოს ოპოზიცია აპირებს რაღაც გადატრიალებას და ყველაზე საინტერესო და სასაცილო ამ ამბავში ის არის, რომ მელამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედ და კობახიძე არის ის, ვინც სუს-ში მივიდა, თითქოს რაღაც ინფორმაცია მიაწოდა.

უნდა გაიგოს ამ ადამიანმა, რომ ასეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, ასეთი იაფი მუქარებით და დაშინებით არაფერი მას არ გამოუვა. როგორც ჩანს აქამდე ვერ გაიგო, გაიგებს 8 ნოემბერს და მომდევნო დღეებში“, - განაცხადა კაპანაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics