03:30 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-05 15:06:06, 511 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს ქვეყანაში

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლება კიდევ უფრო ღრმა კრიზისიში შედის იმით, რომ ქუჩაში გამოსულ ადამიანებს, რომლებიც იცავენ საკუთარ ხმებს, უპირისპირებს საპოლიციო ძალებს.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პოლიციაზე, კლანსა და ფულზე დამდგარი ხელისუფლება საქართველოს ვერ ეყოლება და ამ ყველაფერ კვირას, 3 საათზე, ერთად გააპროტესტებს ქართველი ხალხი.

„ქართული ოცნების ხელისუფლება კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს ქვეყანაში და თვითონაც უფრო ღრმად შედის კრიზისიში იმით, რომ ქუჩაში სიმართლისა და დემოკრატიის დასაცავად გამოსულ ადამიანებს,  რომლებიც ითხოვდნენ საკუთარი და საზოგადოების ხმების დაცვას, უპირისპირებს საპოლიციო ძალას და უპირისპირებს მოსამართლეების კლანს.

ამიტომ, ასეთი ხელისუფლება კიდევ უფრო ღრმა კრიზისიში შეიყვანს ქვეყანას, ეს არის გარდაუვალი და თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, ვისაც გვინდა ამ ქვეყანაში სიმშვიდე და ნორმალური მომავალი, გამოვიდეთ და ყველამ ერთად ვუთხრათ არა ამ ხელისუფლებას.

ამიტომ, ვერანაირი დაჭერებით გაყალბებული არჩევნების გამართლება ვერ მოხდება, საზოგადოების ხმა აუცილებლად უნდა გაიგონოს ხელისუფლებამ, მას სხვა გზა არ აქვს და ამ მიზნით კვირას, 3 საათზე ყველა უნდა შევიკრიბოთ და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ძალაზე, პოლიციაზე, კლანზე, ფულზე დამდგარი მთავრობა ამ ქვეყანას ვერ ეყოლება, ქართველებს უნდათ სიმართლე, ქართველებს უნდათ თავისუფალი არჩევანი და თავისუფალი ქვეყანა და ეს ჩვენი თავისუფლება ყველამ ერთად მშვიდობიანად უნდა დავიცვათ კვირას, 3 საათზე, დიდ საერთო სახალხო აქციაზე“, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics