04:35 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 17:42:22, 887 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ბატონ კობახიძეს განსაკუთრებული ბოდვითი აშლილობა აქვს

„ბატონ კობახიძეს განსაკუთრებული ბოდვითი აშლილობა აქვს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს.

მისი თქმით, ოპოზიცია არ აპირებს მეორე ტურში მონაწილეობას.

 „ბატონ კობახიძეს განსაკუთრებული ბოდვითი აშლილობა აქვს, ბოდავენ, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კონკრეტულად, ღიად განვაცხადეთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას მეორე ტურში - არც ისანში, არც სამგორში, არც გლდანში, და, ზოგადად, ოპოზიცია უარს ამბობს მეორე ტურში გასვლაზე და საპარლამენტო მანდატებზე იმ არალეგიტიმაციის პირობებში, რომელიც ექნება მომავალ პარლამენტს, რომელიც არ იქნება პარლამენტი და წარმომადგენლობითი ორგანო, იქნება ბიძინას კრება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, დღეს ირაკლი კობახიძემ განაცადა, რომ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის თბილისში, ზუგდიდსა და კახეთში ემზადებიან.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics