03:31 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 17:14:51, 640 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - ნუ ჩაყვებიან საოლქო კომისიების წევრები პოლიტიკურ საფლავში ნურც ჟვანიას და ნურც „ქართულ ოცნებას“

ნუ ჩაყვებიან  საოლქო კომისიების წევრები პოლიტიკურ საფლავში ნურც ჟვანიას და ნურც „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საოლქო კომისიებმა აღარ გადათვალონ თავიდან უბნები, რადგან ამით უბნებზე ხმათა რაოდენობები იცვლება.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, როდესაც სამგორის 97-ე უბნის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის შედეგად,  ბიულეტენები, სადაც ოპოზიციური ხმები იყო აღრიცხული, აღმოჩნდა გამოუყენებელი ხმების დასტაში. ეს არის უპეცენდენტო დარღვევა, რადგან გამოუყენებელი ბიულეტენების დასტა ილუქება მანამ, სანამ საერთოდ მოხდება ყუთის გახსნა. ანუ, როგორც ჩანს იმ უბანზე იყო სრული ვაკხანალია და ეს არის სული საფუძველი იმის, რომ ის უბანი გაუქმდეს. როდესაც საოლქომ გადაითვალა, კი არ გააუქმა უბანი, არამედ ახალი ოქმი დაწერა და თავიდან შეასწორა ძველი ოქმი.

როგორც ჩანს, იმდენად შეეშინდათ ამ გადათვლების „ქართულ ოცნებაში“, რომ დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არცერთი სახვა უბანი თავიდან აღარ გადათვალონ, რადგან იციან, რომ ამ უბნებშიც იგივე ტიპის პრობლემებია.

ამიტომ, უკვე მიიღეს გადაწყვეტილება და უკვე დაავალეს საოლქო კომისიებს, რომ როდესაც იქნება საჩივარი უბნის გადათვლასთან დაკავშირებით და როგორგ წესი ეს საჩივრები ეფუძნება იმას, რომ იმ კონკრეტულ ოლქებში, ოქმებში ჩანს ბიულეტენების ნაკლებობა.

ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება და უკვე დაავალეს სხვადასხვა საოლქოებს, რომ აღარ გახსნან და აღარ გადათვალონ უბნები და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი რამ, რადგან პრაქტიკულად ამით წერტილი დაუსვეს შანსს იმისა, რომ ეს უბნები იყოს გაუქმებული.

მინდა მივმართო როგორც საოლქო კომისიებს, ისე მათ წევრებს და თავჯდომარეებს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილნონ და ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ საფლავში ნურც ჟვანიას და ნურც ქართულ ოცნებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ წერტილი დაუსვეს ნებისმიერი შანსს იმისა, რომ ასეთი უბნები, რომლებიც აშაკარაა, რომ არის გაყალბებული, გაუქმდეს.

ამიტომ, მე ყველას მოვუწოდებ, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოცნდება, რომ მათ კიდევ ერთი წერტილი დაუსვეს ამ უკვე გაყალბებული არჩევნების რაიმე სახით გამოსწორების შანსსაც კი“, - განაცხადა კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics