03:32 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 16:11:12, 583 ნახვა

პოლიტიკა
NDI - კრემლის აგრესია ქართული პოლიტიკის მთავარ მახასიათებლად რჩება

NDI ანგარიშს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ კრემლის აგრესია ქართული პოლიტიკის მთავარ მახასიათებლად რჩება.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და ჰიბრიდული ომის სხვა ფორმების გამოყენება გრძელდება, რაც საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების ხელყოფას ისახავს მიზნად.

„კრემლის აგრესია ქართული პოლიტიკის მთავარ მახასიათებლად რჩება. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და ჰიბრიდული ომის სხვა ფორმების გამოყენება გრძელდება, რაც საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების ხელყოფას ისახავს მიზნად. ამ ზეწოლაზე რეაგირება საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს და პოლიტიკური აქტორებისგან მათი გეოპოლიტიკური მისწრაფებების ხშირ გახმოვანებასა და დაცვას მოითხოვს. ეს, თავის მხრივ, იწვევს იმასაც, რომ სხვა აქტუალური საკითხები სათანადო ყურადღებას ვერ იმსახურებს. მეტიც, ყველაფერს რეგიონში არსებული არასტაბილურობაც ემატება, მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მწვავე სამხედრო კონფლიქტი და ბელარუსში აგვისტოს გაყალბებული არჩევნების შემდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები”, -აცხადებენ ორგანიზაციაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics