2020-11-04 12:03:06, 438 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ხვდებიან
„ქართული ოცნების“ ლიდერები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ხვდებიან.
შერატონში უკვე მივიდნენ არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, კახა კუჭავა და პარტიის სხვა ლიდერები.
პარტიის წევრი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიის ლიდერები დამკვირველბებისთვის საარჩევნო პროცესის შესახებ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აპირებენ ინფორმაციის მიწოდებას.
ცნობისთვის, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ოპოზიციონერი ლიდერები უკვე შეხვდნენ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან