03:31 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 01:46:04, 863 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელი -მხარეებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ ადამიანებმა პიროვნული რისკის მიუხედავად მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში

მხარეებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ  ადამიანებმა პიროვნული რისკის მიუხედავად მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში.  - ამის შესახებ, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჯილიან სტირკმა "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"მე ვცდილობ, თავი შევიკავო, რომ რაიმე გავლენა არ მოვახდინო იმ პროცესზე, რომელიც ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია. ძალიან პოზიტიური იყო მთელ ამ პროცესში არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი მივიდა უბნებზე. მხარეებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ  ადამიანებმა პიროვნული რისკის მიუხედავად მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში. ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იფიქრონ იმაზე, თუ რა არის მათი გზავნილი ელექტორატისთვის - ანუ საკუთარი ქმედებით რას ეუბნებიან ამომრჩევლებს. არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ახლა რთული დროა, ჩვენ პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვდგავართ. და როდესაც პოლიტიკოსები გადაწყვეტილებას მიიღებენ, იმედია, რომ ისინი იმ გლობალურ კონტექსტს გაითვალისწინებენ, რომელიც ამ სიტუაციაზე დიდ გავლენას ახდენს." - განაცხადა ჯილიან სტირკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics