02:26 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 18:32:46, 718 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი - 7 ნოემბერს, შაბათს, საღამოს 5 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე!

"პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, რომელზეც განაცხადეს, რომ ისინი უწყვეტ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებენ.

პარტიის ლიდერები გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და "ქართული ოცნებისგან" ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

ისინი ყველა მხარდამჭერსა და ამომრჩეველს შაბათს, 7 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე, თავისუფლების მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდებენ.

ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე ხელისუფლება ხელახალ არჩევნებს არ დანიშნავს.

"ვფიქრობ, მთელი საქართველოსთვის ნათელია, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! ვფიქრობ, ასევე ჩვენს მოწინააღმდეგეებსაც კი ესმით, რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ვერანაირ გარემოებაში ვერ აიღებდა ასეთ დაბალ პროცენტს, ანუ 3%-ს. უახლოეს დღეებში ჩვენ ყველა საარჩევნო უბნის მიხედვით, - 3700-ზე მეტი უბანია, დავასახელებთ ბიულეტენების რაოდენობას, რაც ხელისუფლებამ სამარცხვინოთ მოგვპარა! საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება, თუ მასში 100 დეპუტატზე მეტის უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი. უკვე დღეს ნათელია, რომ "ქართული ოცნება" ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაიყვანს პარლამენტში 91 დეპუტატზე მეტს. სრულიად ნათელია, რომ ყველამ თქვა უარი გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე! "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ცალსახად და საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე! მოვითხოვთ, "ქართულმა ოცნებამ" დანიშნოს ხელმეორე არჩევნები! ამავდროულად საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ვიწყებთ საპროტესტო კამპანიას! ეს იქნება უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქციები, ვიდრე ხელისუფლება არ დანიშნავს ხელახალ არჩევნებს! მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 7 ნოემბერს, შაბათს, საღამოს 5 საათზე ჩვენ ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე! ჩვენს ყველა მხარდამჭერს მოვუწოდებთ, გადავიდეთ ბრძოლის ახალ ეტაპზე, გადავიდეთ უწყვეტი საპროტესტო აქციების რეჟიმზე, რათა დავიცვათ ჩვენი ხმები, დავიცვათ ქართველი ხალხის არჩევანი, დავიცვათ ქვეყანა უზნეო და უსინდისო გამყალბებლებისაგან! აქვე მინდა ვუთხრა ყველას და, პირველ რიგში, "ქართულ ოცნებას", რომ ამ გზაზე არ იქნება არანაირი დანდობა! მკაფიოდ ვამბობთ, რომ ჩვენ, "პატრიოტთა ალიანსი", ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, გვაქვს ჩვენი მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა!" - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=G6v8hzo7dAA

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics