02:27 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 15:44:26, 608 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - სამწუხაროა, რომ გვყავს ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში

სამწუხაროა, რომ გვყავს ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის მიერ საპარლამენტო მანდატების უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიციური ჯგუფების დღის წესრიგი, რომლებიც საკუთარ ამომრჩეველს არაფრად აგდებენ.

„იმედგაცრუებული არიან იმ პატარა და ახალგაზრდა პარტიების მხარდამჭერები, ვინც მართლაც გულწრფელად დაუჭირა მხარი ამ პარტიებს და მიანდო მათ მანდატი, ყოფილიყვნენ მათი ხმა საქართველოს პარლამენტში. იმედგაცრუებული არიან, რადგან აღმოჩნდა, რომ მხარი დაუჭირეს არა მათ წარმომადგენელს პარლამენტში, არამედ მხარი დაუჭერიათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიციური ჯგუფების დღის წესრიგი, რომლებიც საკუთარ ამომრჩეველს არაფრად აგდებენ, პატივს არ სცემენ ქვეყნის დემოკრატიას და პატივს არ სცემენ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომლებიც არჩევნებს აფასებენ როგორც ლეგიტიმურსა, როგორც კონკურენტულს და მთლიანობაში მოუწოდებენ, შევიდნენ პარლამენტში. ჩვენ ვართ მმართველი ძალა, როგორც პასუხისმგებლიანი ძალა, ვიღებთ პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე. ჩვენ ჩვენ საზოგადოებას გასაჭირში ვერ მივატოვებთ განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქვეყანაში გვაქვს მძიმე გამოწვევა პანდემიასთან დაკავშირებით. მათ მიატოვეს მათი ამომრჩევლები“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics