01:19 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-01 18:13:10, 599 ნახვა

პოლიტიკა
ვიჯდები ციხეში თუ ვიქნები გარეთ, ერი გაიმარჯვებს - ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური აქციაზე საჯაროდ მოიხსნა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.

მისი თქმით, სამაჯურის ტარებას აღარ აპირებს, რადგან ეს უსამართლობის სიმბოლოა.

„შეუძლებელია, რომ ამაყი, ვაჟკაცი და პატრიოტი ხალხი დაჩაგრო ერთ, ორ ან სამ კონკრეტულ დღეს. ომი გაგვიმართა გუშინ ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ჩვენ ეს ომი არ წაგვიგია. ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ და ვიქნებით მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ უახლოეს დღეებში. აქ დახევა აღარ შეიძლება. აქ დახევა არათუ ღალატის ტოლფასია, არამედ ღალატია. ამ ღალატს ჩვენ არ ჩავიდენთ, ამ მოღალატეობრივ აქტს ჩვენ არ გავაკეთებთ. უამრავი თაობები მდგარა ამ მოედანზე და ყველას გაუმარჯვია საქართველოს განვითარების სახელმწიოებრივ ეტაპებზე.  ჩვენც გავიმარჯვებთ! სხვაგვარი შედეგი შეუძლებელია, უბრალოდ ისტორიის მიერაა აკრძალული. ძალიან მშვიდი და მტკიცე ვარ. ძლიერი ვარ ისე, როგორც არასდროს.

ცივი გონებით ვფიქრობდი, გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც მინდა. ბუნებით ჯიუტი ადამიანი ვარ და რისიც მჯერა, იმას ვაკეთებ. გამორიცხულია, რომ ჩემს თავს ვუღალატო. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთ-ერთმა ჩემი ოჯახის ახლობელმა მითხრა, ნიკა, მთავარია შენს ცხოვრებაში შენს თავს არ უღალატოო, თუ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც ვერ ვუღალატებთ. მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას, გამორიცხული ამბავია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ. ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში, თუ ვიქნები გარეთ თქვენთან ერთად ერი გაიმარჯვებს და ვიქნებით გამარჯვებულები. მე ვერ მოვთხოვ ჩემს ოჯახის წევრს, რომ ვიბრძოლოთ მაშინ, როდესაც მე თვითონ ვარ სამაჯურშებმული. ამიტომ,  ნახვამდის სამაჯურო“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics