|
2020-10-31 23:04:02, 610 ნახვა
პოლიტიკა
დღის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 289 საჩივარი
დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 289 საჩივარი.- ამის შესახებ, ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მიქელაცის ინფორმაციით მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება, როგორიცაა საკონტროლო ფურცლის არასრულყოფილი შევსება, მარკირებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა და ა.შ. „საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები. კერძოდ, წილისყრით გამოვლინდნენ ბიულეტენების მთვლელები, კომისიის წევრები ითვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის ამომრჩეველთა სიებში, ხდება გარკვეული სახის დოკუმენტაციის დალუქვა, ამის შემდეგ იწყება საარჩევნო ყუთების გახსნა და ბიულეტენების დათვლა. „შეგახსენებთ, რომ სხვადსხვა ოლქში სხვადასხვა რაოდენობის ბიულეტენია. მაგალითად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ითვლიან 2-2 ბიულეტენს იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ჩატარდა საქართველოს პარლამენტის არჩევნები, 3-3 ბიულეტენს იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ტარდებოდა საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები, ხოლო 4-4 ბიულეტენს - აჭარის რეგიონში, ვინაიდან აჭარაში საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, გაიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიებს ბიულეტენების დასათვლელად და შემაჯამებელი ოქმების შესადგენად განსხვავებული დრო დასჭირდებათ. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, განსაკუთრებით მედია წარმომადგენლებს, საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა, რათა ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.
პრეს-სპიკერის თქმით, მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, საარჩევნო უბანზე ყველა კანონით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, ისინი მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადებში ატვირთავენ საარჩევნო მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)