|
2020-10-31 10:33:04, 634 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე - 10:00 საათის მონაცემებით, მცირე ინციდენტები იყო - ერთადერთი საქმე, რაზეც გამოძიება დავიწყეთ, ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტია
საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის ბრიფინგი გაიმართა. ნინო ცაციაშვილმა 10:00 საათის მდგომარეობით არჩევნების პროცესის მიმდინარეობის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მცირე ინციდენტები იყო თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი, დარღვევა ამ ეტაპზე არ გვიფიქსირდება. ერთადერთი საქმე რაზეც პოლიციამ გამოძიება დაიწყო არის ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტი. „როგორც მოგახსენეთ, 2020 წლის 18 სექტემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, შექმნილია რეგიონებში პრევენციული ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ ნებისმიერ ლოკაციაზე, სადაც კონკრეტულ ინციდენტს თუ სამართალდარღვევას ექნება ადგილი, ძალიან დროული და ოპერატიული იყოს მათზე რეაგირება. შესაბამისად ამ საათის მონაცემებით მცირე ინციდენტები იყო თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი, დარღვევა ამ ეტაპზე არ გვიფიქსირდება. ერთადერთი საქმე გახლავთ რაზეც გამოძიება დავიწყეთ, ეს გახლავთ ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, ინიციატორი გახლავთ თავად ზვიად კუპრავა და რამდენიმე წუთის წინ გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით რაც ძალადობის განხორციელებას გულისხმობს“, - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)