|
2020-10-30 21:31:11, 581 ნახვა
სამართალი
ჯანდაცვის სამინისტროში „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ ამოქმედდა
COVID-19 დიაგნოზის მქონე პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში/თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე მეთვალყურეობის მიზნით, მართვის ცენტრალიზებული მექანიზმი, ე.წ. „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ ამოქმედდა, რომელიც დღეიდან, დისტანციურად, პაციენტების მეთვალყურეობის სისტემატიურ და ეფექტურ მონიტორინგს განახორციელებს, ხოლო პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, დაყოვნების გარეშე სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს. ონლაინ კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროს შენობაშია განთავსებული და ექიმებით, უმცროსი ექიმებით, რეზიდენტებით და ოპერატორებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც სპეციალური გადამზადება უკვე გაიარეს. სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ რეგიონალური პრინციპით, ვერტიკალური მართვის ქვეშ ორი მიმართულებით იმუშავებს. გადამზადებული ოჯახის ექიმები პაციენტების ბინაზე მეთვალყურეობას განახორციელებენ. ხოლო ბინაზე მეთვალყურეობის ხარისხის კონტროლს და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობის მონიტორინგს - მონიტორ/ოპერატორები განახორციელებენ. „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ შემთხვევების შესახებ ინფორმაციას იღებს 112-ის ცენტრიდან, სადაც იქმნება პაციენტის საქმე. შემდგომი რეაგირების მიზნით, ხორციელდება საქმეების განაწილება ონლაინ კლინიკებში და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს „ცენტრალურ ონლაინ კლინიკაში“, სადაც გადამზადებული ოჯახის ექიმები ახდენენ დიფერენციულ დიაგნოსტიკას და ზარი ბრუნდება ისევ 112-ში რეაგირების მიზნით ან რჩება ოჯახის ექიმთან მეთვალყურეობაზე. დღეის მდგომარეობით, COVID-19-ის მართვაში სულ 59 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაა ჩართული. ასევე გაფართოვდა აღნიშნული კლინიკების საქმიანობის არეალი და შემუშავდა COVID-19-ის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმი (მინისტრის ბრძანება 30.09.20წ N01-493/ო). ონლაინ კლინიკის ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენს: •112-ის ცენტრიდან გადამისამართებული სატელეფონო ზარების მიღება; •შესაბამისი პაციენტების კონსულტირება (24/7) და ზედამხედველობა დისტანციურ რეჟიმში შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად; • ასევე, ამბულატორიულად პსრ ტესტირების განხორციელება; • COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურებულ შემთხვევებზე სატელეფონო ზარის განხორციელება; • ანამნეზის შეკრება, პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასება; • მდგომარეობის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება პაციენტის ბინაზე დატოვების, შესაბამის საიზოლაციო სივრცეში (სასტუმრო) გადამისამართების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ; • ამასთან, ბინაზე დატოვების შემთხვევაში, ონლაინ კლინიკის ექიმებს გაუჩნდათ პაციენტების ყოველდღიური სატელეფონო მონიტორინგის ფუნქცია; ყოველდღიურად დაფიქსირებული მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, აღნიშნული მოდელის ამოქმედება სამინისტროს მხრიდან დაჩქარებულ რეჟიმში განხორციელდა.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)