|
2020-10-30 20:12:22, 867 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელ-მონაზვნების დასჯას ითხოვს
საპატრიარქო რუის-ურბნისის ეპარქიის, ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის მღვდელ-მონაზვნების, იერონიმესა და ირინეოსის დასჯას ითხოვს. ამის შესახებ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრიარქო მათ დასჯას განსხვავებული სამოსია და წირვის განსხვავებულად ჩატარების გამო ითხოვს. „მრევლში გაუგებრობა გამოიწვია ა. წ. 19 ოქტომბერს, თომა მოციქულის ხსენების დღეს, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში, მღვდელ-მონოზვნების,– იერონიმესა (ქათამაძე) და ირინეოსის(შენგელია), – მიერ შესრულებულმა ე. წ. იაკობის ჟამისწირვამ. ამასთან დაკავშირებით ჩვენთან შემოსული შეკითხვები ძირითდად ასეთია: იყო თუ არა სწორი არატრადიციული სამოსით (CASULA) წირვის ჩატარება, ასევე, – მსახურება საკურთხევლის გარეთ და რამდენად ნებადართული იყო ყოველივე ეს? განვმარტავთ: სამღვდელო CASULA არასოდეს ყოფილა მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღებული შესამოსელი, მითუმეტეს უძველეს დროში. იგი რომის კათოლიკური ეკლესიის წიაღში ძირითადად XIII-XV საუკუნეებიდან მკვიდრდება და შემდეგ სხვა დენომინაციებშიც ვრცელდება, ხოლო აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში არასოდეს მოიხმარებოდა. ამდენად, არამართლმადიდებლური ტრადიციის სამოსის უძველეს მართლმადიდებლურ შესამოსლად წარმოჩენა და მსახურებაში გამოყენება, დაუშვებელია. რაც შეეხება მეორე საკითხს: ქართულ ენაზე არსებობს იაკობის ჟამისწირვის რამდენიმე რედაქცია, მაგრამ საიდღეისოდ მისი გამოყენებისათვის სათანადო კომისიის მიერ შეჯერებული ტექსტი და წეს-განგება ჯერ არ გვაქვს. საღმრთო ჟამისწირვა არის საზოგადო-საეკლესიო მსახურება და ამასთან ეკლესიის ერთიანობისა და განუყოფლობის მთავარი გამომხატველი. ამიტომ არცერთ მღვდელმთავარს არა აქვს უფლება, განსხვავებული სახის მსახურების დანერგვისა, თუ ამაზე, როგორც აღვნიშნეთ, არ იქნა სათანადო კომისიის დასკვნა და წმ. სინოდის თანხმობა (გამონაკლის შემთხვევებზე ლოცვა-კურთხევა გაიცემა კათოლიკოს-პატრიარქისგან). წმ. სინოდის მიერვე უნდა დადგინდეს ნებისმიერი ცვლილება საუფლო წირვასთან მიმართებაში; იაკობის ჟამისწირვასთან დაკავშირებით კი ასევე უნდა განისაზღვროს კონკრეტული დღეები მისი აღსრულებისთვის. ჩვენთან ხელნაწერების საფუძვლიანად შესწავლა მიმდინარეობს და შესაძლებელი გახდება წმ. იაკობ მოციქულის მსახურების სრულყოფილად განახლება. ეს აუცილებელი და საშური საქმეა, მაგრამ ვიდრე ესა თუ ის საკითხი კვლავაც საკამათოა და არ გვაქვს საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე, მისი ჩატარება არის თვითნებობა და დაუშვებელი, რათა არ დამკვიდრდეს არასწორი წესი. ცნობილია, აღნიშნული მსახურება დიდი ხნის მანძილზე თითქმის არ სრულდებოდა მართლმადიდებელ ეკლესიაში, მათ შორის საქართველოში. მისით დაინტერესება ძირითადად ბოლო საუკუნეებში მოხდა. ამასთან მიჩნეულია, რომ იერუსალიმური ტრადიციის ამ ჟამისწირვის უძველესი რედაქციები ყველაზე სრული სახით ქართულ ხელნაწერებშია დაცული. ამიტომაც მართებული მსახურების აღდგენისათვის ისინი წარმოადგენს ფასდაუდებელ ლიტურგიკულ წყაროს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. არსებული მასალა ადასტურებს, რომ სასულიერო პირთაგან ამ წირვის აღსრულება ხდებოდა მხოლოდ ტაძრის საკურთხეველში. საკურთხევლის გარეთ კი მისი ჩატარება, აუცილებლობის გარეშე, დაუშვებელია. ამდენად, მღვდელ-მონოზონთა, – იერონიმესა და ირინეოსის, – ქმედებები არის ყოვლად გაუმართლებელი და საეკლესიო სასჯელს ექვემდებარება. ვიმედოვნებთ, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი(აქიაშვილი), რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც ისინი არიან, ეკლესიის ერთობის წინააღმდეგ მიმართულ მათ ამ და სხვა ქმედებებზე მოახდენს სათანადო რეაგირებას, რათა ეს და მსგავსი ცთომილებები აღმოიფხვრას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
რამდენიმე კვირაში შსს-ში შეიქმნება სამმართველო მოქალაქეთა ტოტალური კონტროლისთვის
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)