13:40 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-30 16:34:09, 440 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლის თელავის ფილიალში და სართიჭალის, კაბალის, შილდას საზოგდოებრივი ცენტრებში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მომსახურების დარბაზებსა და სამუშაო ოთახებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. ამჯერად მასშტაბური დეზინფექცია იუსტიციის სახლის თელავის ფილიალში და სართიჭალის, კაბალის, შილდას საზოგდოებრივი ცენტრებში ჩატარდა.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღინისძიებების გატარება იუსტიციის სახლმა 2 მარტს დაიწყო. ამ დრომდე რეგულარულად ტარდება დეზინფექცია იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში. კერძოდ, დღეში რამდენჯერმე ხორციელდება სამუშაო ზედაპირების, კარის სახელურების, თვითმოსახურების სივრცეში არსებული ფოტოჯიხურებისა და მომხმარებელთა მოსაცდელი სივრცეების ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშვება; იუსტიციის სახლის ცენტრალურ შემოსასვლელთან, მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილას მოწყობილია ხელის სადეზინფექციო კუთხეები; წინა ხაზის თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილია პირბადით, ხელთათმანითა და ხელის სადეზინფექციო ხსნარით; მომსახურების სივრცის მაგიდებზე დამონტაჟებულია მინის დამცავი ბარიერები და მომხმარებელსა და ოპერატორს შორის დაცულია 1 მეტრიანი დისტანცია.

გარდა ამისა, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის და მომსახურების დარბაზებში ხალხმრავლობის განტვირთვის მიზნით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში და საზოგადოებრივ ცენტრებში მოქალაქეები დაიშვებიან მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით. მზა დოკუმენტების მიწოდება კი ფოსტის მეშვეობით ხორციელდება. სივრცეებში არ დაიშვებიან, როგორც მომსახურების მისაღებად მოსული მოქალაქეების თანმხლები პირები, ასევე ის მომხმარებლები, რომლებიც ბავშვებთან ერთად ცხადდებიან ადგილზე. ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ვირუსის გავრცელების საფრთხე არ აღმოიფხვრება.

იუსტიციის სახლი მკაცრად იცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, უფრთხილდება როგორც მომხმარებლის, ასევე თანამშრომლების ჯანმრთელობას, შესაბამისად ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ფილიალებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება ისევ გაგრძელდება.

იუსტიციის სახლი მოუწოდებს ყველას, დაიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
ჩაერთეთ საქართველოს ბანკის განვადების აქციაში და გაინახევრეთ განვადების თანხა
მარნეულში 6 ადამიანი ტორტით მოიწამლა, მოკვლევა დაწყებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics