2020-10-30 11:05:01, 673 ნახვა
სამართალი
ქუთაისში ავტომობილი ხეს დაეჯახა - დაღუპულია 2 ადამიანი
ქუთაისში, ახალგზრდობის გამზირზე ავტომობილი ხეს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი.
შემთხვევა გუშინ, 29 ოქტომბერს მოხდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,