00:33 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 15:05:01, 562 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას, რაც არა საარჩევნო მარათონში ბრძოლა, არამედ წესების გარეშე ბრძოლაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების დღეს ოპოზიცია ეცდება კონკრეტულ უბნებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციები გაავრცელოს.

„მათი მავნებლური სისტემების პარალელურად მუშაობს კონკრეტული გეგმა, რომელიც მათი აზრით, განხორციელებადია და მე გეუბნებით, რომ ეს ვერ განხორციელდება, გამორიცხულია. რამდენიმე ათეულ პუნქტზეც კი შეიძლება ავიდეთ ჩამონათვალში, რომელი პუნქტებიც, თითოეული ცალ-ცალკე ნიშნავს არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენების მცდელობას, ქაოსის შექმნის მცდელობას და აშ. განსაკუთრებით გამოვყოფდი ერთ-ერთს. საყურადღებოა, რომ მოსახლეობამ გაითვალისწინოს, რომ მათი მხრიდან იქნება მცდელობა, რომ არჩევნების დღეს გაავრცელონ კონკრეტულ უბნებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციები, რომ თითქოს ამ უბნებზე ვიღაცას დაუფიქსირდა კორონავირუსი, ეს არის გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად მათი გეგმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, ასეთი პუნქტები იქნება მრავალი. ოპოზიცია ეცდება, კომისიის წევრების მუშაობის პარალიზება მოახდინოს.

შეიძლება არ აქცევთ ყურადღებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, ინფორმაციის გამოთხოვის ინტენსივობაზე როდესაც არის საუბარი. ამით ისინი ეცდებიან კომისიის წევრების მუშაობის პარალიზებას. მსგავსი მავნებლური პუნქტების შესახებ უკვე განვაცხადეთ. შეუძლებელია ეს გამოუვიდეთ, რადგან ჯერ ერთი, ადამიანური რესურსი არ ეყოფათ, იმიტომ რომ უკვე ყოველი სამი და ოთხი ადამიანიდან ერთი „ქართულ ოცნებას“ აწვდის ინფორმაციას, თავადაც იმდენად შეწუხებულები არიან ამ მავნებლური გეგმებით. ეს არ არის საარჩევნო მარათონში ბრძოლა რაღაც წესებით, ეს არის წესების გარეშე ბრძოლა, არა საარჩევნო მიზნებისთვის, არამედ სულ სხვა დესტრუქციული მიზნებისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას, რაც არ გამოუვათ, ამის გარანტიას გაძლევთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics