23:47 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-26 15:21:02, 599 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - აფრენილ ჩიტს რომ მოარტყავ ტყვიას, ისე გაჩერდა კახეთში ყველაფერი 2012 წელს

თქვენებურად შემოჰკარით და გადავაგდოთ 21-ე საუკუნეში დაწესებული ბატონყმობა, - ასე მიმართა პარტია ენმ-ს თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ კახეთში, ყვარლის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისას მოსახლეობას.

როგორც ვაშაძემ აღიშნა, თუკი რაიმე გაკეთდა კახეთში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის გუნდის მიერაა გაკეთებული, 2012 წელს კი ყველაფერი გაჩერდა.

„ყვარელში რომ შემოდიხარ, იუსტიციის სახლს სანამ გაივლი, კიდევ ერთხელ ხედავ, რომ თუ რამე გაკეთდა ყვარელში, კახეთში, თელავში, სიღნაღში, ყველაფერი გაკეთებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის გუნდის მიერ. როდესაც მიშამ არა მარტო უცხოელი ტურისტები, მარტო საქართველოს მოქალაქეებიც დაისვენებენ კახეთშიო, მაშინდელი ოპოზიციის ქილიკი გახსოვთ, ზუსტად იმ დროიდან დაიწყო კახეთში ყურძნის წარმოების ღვინის წარმოებად გადაქცევა, ქვევრის გაცოცხლება, ხელოვნებამდე ღვინის წარმოების აყვანა, შატოების გახსნა და სამწუხაროდ, აფრენილ ჩიტს რომ მოარტყავ ტყვიას, ისე გაჩერდა ეს ყველაფერი 2012 წელს.

თქვენზე ახლა ყველაფერი, ქიზიყში ბატონყმობა არ ყოფილა და 21-ე საუკუნეში დაგვიწესეს ბატონყმობა, თქვენებურად, კახურად, შემოჰკარით და გადავაგდოთ ეს ბატონყმობა, რომ ჩვენს შვილებს მომავალი დავუბრუნოთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics