|
2020-10-26 13:31:22, 390 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის გახსნას დაესწრო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ცენტრი ტექნიკური დარგის ასეულობით სპეციალისტს მოამზადებს, რაც შემდეგში მათი დასაქმების გარანტიას შექმნის. თბილისის მერის თქმით, ცენტრი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტექნიკურ დარგში კადრების პროფესიულ დონეზე მომზადებას და მათ დასაქმებას. „დღეს ძალიან კარგი პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს გავეცანით. სასწავლო პროცესი ნოემბერში დაიწყება და ცენტრს სრულფასოვნად ექნება შესაძლებლობა, დაიწყოს სპეციალისტების გადამზადება. ის მიმართულებები, რომელიც იყო ჩამოთვლილი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მითუმეტეს დედაქალაქის პირობებში, როდესაც რეფორმა გვაქვს წამოწყებული სატრანსპორტო პოლიტიკის სახით. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალი კადრების, პროფესიონალების შემოყვანა. მე ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და ვახორციელებდი მასშტაბურ პროექტებს, მათ შორის იყო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მძიმე ტექნიკაზე მომუშავე სპეციალისტების შემოყვანა გვიწევდა სხვადასხვა ქვეყნიდან, რადგან საქართველოში არ იყო საკმარისი რაოდენობა ამ ადამიანებისა. ეს ცენტრი ხელს შეუწყობს საჭირო კადრების, როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ მომზადებას. გაიცემა სერტიფიკატები, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, არა მხოლოდ საქართველოში დასაქმდნენ, არამედ ჩვენს საზღვრებს გარეთაც“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა და ქართულ რეალობაში უპრეცედენტოა. ცენტრში დაგეგმილია სწავლება სხვადასხვა ტექნიკურ პროფესიაში. კერძოდ, ინსპექტორი, ტექნიკური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, სპეციალური მძღოლი და გადამზიდველი, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სპეციალისტი, სპეციალური ტექნიკის ოპერატორი მძღოლი, უსაფრთხოების სპეციალისტი, ავტოსატრანსპორტო ექსპერტი და სხვა. გარდა თეორიული სწავლებისა, სასწავლო ცენტრში ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები, რისთვისაც მოეწყო ტექნიკური ინსპექტირების ერთი უნივერსალური და ექვსი LV ტესტირების ხაზი. ცენტრი აღჭურვილია მაღალი დონის აპარატურით. პროექტში უკვე განხორციელდა 6 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომლის მოცულობის გაზრდა იგეგმება.
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)