2020-10-26 11:54:04, 600 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ გვჭირდება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ არსებობს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო პროტოკოლებზე მუშაობს.
„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვმსჯელობთ, ვინაიდან არ ვთვლით, რომ ეს ამ ეტაპისთვის ჩვენთვის არის საჭირო. რაზეც ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ, ეს არის პროტოკოლები. ასევე ჩვენ შევიმუშავეთ არაერთი პროტოკოლი ოჯახის ექიმებისთვის. ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი. რაც შეეხება წითელ ზონას, ეს სამედიცინო პერსონალისთვის მიუთითებს მეტი მზაობისკენ, როგორც პაციენტების მკურნალობის, ისე საწოლბრუნვის ნაწილში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,