|
2020-10-26 09:36:16, 579 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი" პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საფრანგეთის, ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი" პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ნათია თურნავას თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ტურიზმის სფეროს ახალი, ევროპული სტილით განათლებული, კვალიფიციური კადრები შეემატოს. „ვულოცავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ შესანიშნავი, ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის დაწყებას ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიც ტურიზმია. ეს არის სფერო, რომელიც მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რაც ტურიზმს მსოფლიოსა და საქართველოში აქვს, კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და წარმატებული იქნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტურიზმის სფეროს ახალი, ევროპული სტილით განათლებული, კვალიფიციური კადრები შეემატოს და დარწმუნებული ვარ, ეს პროგრამა ძალიან წარმატებული იქნება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. სტუდენტები პირველი სამი სემესტრი თსუ-ში ისწავლიან, მეოთხე სემესტრის განმავლობაში ისინი თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ კურსს ლუმიერის ლიონ 2-ის უნივერსიტეტში და ლიონის ტურისტულ კომპანიებში გაივლიან. ფრანგულ ტურისტულ კომპანიაში პრაქტიკა ქართველი სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი იქნება. სამაგისტრო პროგრამა ,,ტურიზმი" ხელს შეუწყობს კულტურულ მემკვიდრეობაზე სპეციალიზირებული ტურიზმის ბიზნესის ღრმა და სისტემური ცოდნის მქონე, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, მულტიკულტურულ გარემოში მაღალი პასუხისმგებლობისა და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)