|
2020-10-24 15:14:30, 822 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი - სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის ისევე, როგორც მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული
„სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა. ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, რომელთა შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის პაკეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა მიზნობრიობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბიზნესის მიზნობრივი მხარდაჭერის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სტუმარ-მასპინძლობის, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორზე გამახვილდება. გიორგი გახარიამ ისაუბრა სახელმწიფოს სტრატეგიაზე ვირუსთან ადაპტაციისა და მისი მართვის ეტაპზე, რომელიც წერტილოვან შეზღუდვებს გულისხმობს და აღნიშნა, რომ სისტემური ე.წ ლოკდაუნი არ იგეგმება. „როდესაც ვამბობთ, რომ სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება და იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამის ფასი მარტივია - პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ, ეს იქნება მაღაზია, რესტორანი, სასტუმრო, ბაზრობა, ტრანსპორტი, საწარმო და კიდევ ბევრი სხვა. ეს არის ყველაზე დიდი, რისი გაკეთებაც თქვენ შეგიძლიათ. ამის იქით არავინ არაფერს გთხოვთ, მაგრამ აქ კომპრომისი არ იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე და განაცხადა, რომ კრიზისული პერიოდის მიუხედავად, გარკვეული მიმართულებებით აღდგენის დადებითი ტენდენცია უკვე შეინიშნება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოსტკრიზისული აღდგენის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები აქვს და ბიზნესს მიმართა, მოემზადონ ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რაშიც მათ სახელმწიფოს განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნებათ. „ეკონომიკის ნაწილში 2019 წელი იყო ერთ-ერთი საუკეთესო. 2020 წელი ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. შესაბამისად, აღდგენის პროცესი ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მიღმა უკვე დაწყებულია, ექსპორტის ზრდის კარგი ტენდენციებია. საერთოდ, შედარებითი ანალიზის საშუალებით, პოსტკრიზისული აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები გვაქვს, თუმცა გამოწვევა ბევრი იქნება. არავინ იცის და მიუხედავად იმისა, რომ 8 თვე გავიდა, ვერავინ პროგნოზირებს, როგორი იქნება მეორე ტალღის სიღრმე. სახელმწიფოს რესურსი ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის, შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)